"დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია განმეორდებოდა" - "თბილისი ენერჯის" დირექტორის მოადგილის, გიორგი ლებსვერიძის ინფორმაციით, საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
მისივე განმარტებით, რომ არა ამ კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის ზარი, შესაძლოა, დიდი ტრაგედია მომხდარიყო.
"თბილისი ენერჯი" მოუწოდებს მომხმარებლებს, უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე.