ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმისთვის, თორნიკე მამალაძისთვის უცნობია, თუ როგორ დაინფიცირდა მისი ძმა.
თორნიკე მამალაძის თქმით, მსჯავრდებული დეკანოზი 3 წელია პარალიზებულია.
"უცნობია, ვისგან და რა ვითარებაში გადაედო. აქამდე COVID-19-თან დაკავშირებით ჩივილები ჩემს ძმას არ გააჩნდა. დღეს ვერ ვახერხებთ ვერც ოჯახის წევრები და ვერც ადვოკატები მასთან შესვლას.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზოგადად, ჩემი ძმა პარალიზებულია და 3 წლის განმავლობაში საწოლს არის მიჯაჭვული," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს COVID - 19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა.