20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ოზურგეთში მოქალაქეებმა აქცია გამართეს - მძღოლები საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ

ოზურგეთში მძღოლები საწვავის ფასს აპროტესტებენ. მოქალაქეთა ჯგუფმა, სიმბოლურად, ქალაქში ავტომსვლელობა სიგნალებით გამართა და შემდეგ, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დროებითი ბლოკირება მოახდინა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საწვავის ფასი უკვე კატასტროფულად მაღალია და მისი ყოველდღიური ზრდა მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. აქციის მონაწილეები, საწვავის ბიზნესში მყოფ კომპანიებს ფასების დარეგულირებას, ხელისუფლებას კი ამ პროცესში მაქსიმალურ ადვოკატირებას სთხოვენ.

დღის ამბები