ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმის ადვოკატი, მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, გათავისუფლების მოთხოვნით წმინდა სინოდის, საქართველოს პრეზიდენტთან შუამდგომლობაზე ალაპარაკდა.
"თუ სურვილი აქვთ, ყველაფრის მიღწევა შეუძლია წმინდა სინოდს. გამოიჩინონ კეთილგონიერება და კეთილინება, მიმართონ პრეზიდენტს, რომ შესაბამისი შედეგი იქნეს მიღწეული.
როგორც გავიგე, კორონავირუსი ჰქონია, რისი გადამოწმების საშუალება მე, პირადად, არ მომეცა. იმედია, მოგვცემენ ეკიპირებას და იმის საშუალებას, რომ კითხვებზე პასუხი მივიღოთ," - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, თუ სინოდი გადაწვეტილებას მიიღებს, ის დეკანოზის გათავისუფლების წინააღმდეგი არ იქნება.
"თუ ადამიანი ცუდად არის და შეიძლება გამოშვებული იქნას, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. მე ინიციატორი არ ვიქნები არაფრის. რაც მე მეხება და ჩემს ეპარქიას ეხება, იქ ვარ ინიციატორი. მე ჩემი აზრი მაქვს და იმასთან დაკავშირებით გამოვთქვამ ან დადებითს, ან უარყოფითს," - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს COVID - 19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა.