20 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. უწყებასთან პარტია "ლელოს“ წევრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე და მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აიღოს პასუხისმგებლობა.

"მიზეზი არის ის, რომ დაიწყეს გვიანი ვაქცინაცია, არასრულად და არაკვალიფიციურად ჩატარდა ის კამპანია, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო და გადასახედია ის გაიდლაინები, რომლითაც ხელმძღვანელობენ პაციენტების ავადმყოფობის მართვის დროს.

ვითხოვთ, რომ გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი და მოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი, რომლებმაც იციან საქმის კეთება," - ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ლანა გალდავა. 

 

 

 

 

დღის ამბები