20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
რუსთავის მერი იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია იწყება

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ლაცაბიძე ქალაქის იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

"რუსთავში ჯამში, 2022 წლის ბიუჯეტით, გათვალისწინებულია 4 მილიონ ლარზე მეტი იმისთვის, რომ ავარიული სახლების რეაბილიტაცია გამაგრების პროცესი დავიწყოთ და ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე კორპუსი განსაკუთრებით სწრაფ ჩარევას საჭიროებს.

ჩვენ შევძლებთ, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების მოზიდვას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქისთვის, უსაფრთხო გარემო თითოეული რუსთაველისთვის,"- აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

რუსთავის მერის ინფორმაციით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

დღის ამბები