20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
მიეცემა, თუ არა სახალხო დამცველის მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფს ციხეში შესვლის უფლება - სოზარ სუბარის განმარტება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის მიერ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ეხმაურება. 

როგორც სოზარ სუბარი ამბობს, სახალხო დამცველთან არსებობს პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელსაც ჰყავს კვალიფიციური ექიმი და მას საპატიმროში ნებისმიერ დროს შეუძლია შესვლა, რაც შეეხება მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფს, მათი საპატიმროში დაშვება იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი იქნება.  

"სახალხო დამცველთან არსებობს პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელსაც ჰყავს კვალიფიციური ექიმი. მას შეუძლია დღეში ხუთჯერ შევიდეს თუ უნდა.

არის ექიმი, რომელიც არის პრევენციის ეროვნულ მექანიზმში, ეს არის გაეროს მექანიზმი, რომელიც არის სახალხო დამცველთან შექმნილი. ეს იყო ჩემი ინიციატივა თავის დროზე, რომ სწორედ ამ წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება მომხდარიყო, რომლის საფუძველზეც უნდა შექმნილიყო პრევენციის ეროვნული მექანიზმი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს არის დამოუკიდებელი მექანიზმი, საქართველოში ეს შეიქმნა სახალხო დამცველთან და სწორედ სახალხო დამცველი არის ყველაზე ადეკვატური, სადაც ეს უნდა შექმნილიყო და ამ ადამიანს ნებისმიერ წუთს შეუძლია შექმნას.

რაც შეეხება ექიმებს, თუ ექიმებს სახალხო დამცველი აღჭურვავს რაიმე სპეციალური უფლებით, რომ მათ ექნებათ შესვლის უფლება, ბუნებრივია, მათ არავინ არ დაუშლის, თუ მსგავსი უფლებით არ აღჭურვავს, მაშინ პირადად ჩემი აზრია, რომ მსგავსი აუცილებლობა არ არსებობს. იმიტომ რომ არსებობს 8 ჯგუფი, რომლებიც დღე და ღამე მორიგეობენ," - ამბობს სოზარ სუბარი.

დღის ამბები