2022 წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდება. საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დღეს, 16 ნოემბერს, მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მოპედების რეგისტაციასაც.
კერძოდ, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.