20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ქართული "სტარტაპის" ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით შეიქმნა ე.წ. "ვენჩურული" ფონდი, რომელიც "სტარტაპებში"50 მილიონი დოლარის ინვესტირებას ჩადებს

საქართველოში პირველი ტოპ კლასის "ვენჩურული" კაპიტალის ფონდი შეიქმნა, რომელიც ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ "სტარტაპში" 50 მილიონი დოლარის ინვესტირებას ჩადებს.პარტნიორობის შესახებ შეთნხმებას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის მოეწერა ხელი.შეთანხმების თანახმად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.

ღონისძიებას ესწრებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,მისი  განცხადებით, ხელი მოეწერა 50 მილიონიანი საინვესტიციო ფონდის შექმნას. ე.წ. "ვენჩერული" ფონდი, ეს არის ფონდი, რომელიც ინვესტიციას ჩადებს ქართულ “სტარტაპებში“, თურნავას თქმით ბოლო სამი წლის განმავლობაში დარწმუნდნენ ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები, რომ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, რომ „სტარტაპების“ სისტემა შექმნილიყო და და ჩვენი სტარტაპები გახდნენ გლობალური კონკურენტუნარიანები.

ღონისძიებას ესწრებოდა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც. მისი თქმით "კატაპულტ საქართველო", აპირებს 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას , რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ფუძნდება კატაპულტ საქართველო, რომელიც გახლავთ სილიკონ ველის საქართველოში შემოსული პირველი ორგანიზაცია, რომელიც აპირებს 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის მიზნობრივად განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიების ბიზნესების განვითარების ხელშესაწყობად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესს ვუჭერთ მხარს, ისეთი კომპანიების განვითარებას, რომელიც იზიარებენ კრეატიულობას, მუხტს და დამოუკიდებლობას, რაც დამახასიათებელია ამერიკული კომპანიებისთვის და ამ ფონდის მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იქნეს მოზიდული საქართველოში როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან,"-განაცხადა კელი დეგნანმა

 

დღის ამბები