20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
საქართველო, 2021 წლის "კეთილდღეობის ინდექსში", 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა

საქართველო 2021 წლის "კეთილდღეობის ინდექსში", 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა.

გლობალური კეთილდღეობის ანგარიში, ბრიტანეთის ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

2021 წელს საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით, საქართველო პირველ ადგილზეა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას თქმით, 10-წლიანი განვითარების ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო 10-ეულში შევიდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით სწორად მიდის სახელმწიფო.

"ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, მიუთითებს იმაზეც, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე ვითარდება და აჩვენებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და გამორჩეულია რეგიონში. გარდა ამისა, ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და ბაზარზე წვდომა, 10-წლიანი განვითარების კუთხით, ამ ანგარიშის მიხედვით მსოფლიო 10-ეულში შევიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინფრასტრუქტურული პროექტების  მნიშვნელობაზე, რომ ამ მიმართულებით სწორად მიდის სახელმწიფო,"- განმარტავს მიხეილ დუნდუა. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში, საქართველომ გრძელვადიანი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა. 2020 წლის ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავიც კი მიეძღვნა. კერძოდ, ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა.

დღის ამბები