დღეს გალაკტიონ ტაბიძე 130 წლის გახდებოდა. პოეტის პოეზია უკვდავია. ცხოვრება და შემოქმედება კი ამ დრომდე არ შეუსწავლიათ სრულად მის მკვლევრებს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 60-მდე ამ დრომდე უცნობი ხელნაწერი გამოფინეს.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების მოტრფიალე მკითხველი, მისი ჩანაწერების დედანში დათვალიერებას და წაკითხვას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თვის ბოლომდე შეძლებს.