საქართველო, კანონისა და წესრიგის გლობალურ ინდექსით, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.
2021 წლის კანონისა და წესრიგის გლობალური ანგარიში წარმოადგენს "Gallup-ის" უახლესი კვლევის შედეგებს, რომელიც 120 000-ზე მეტი სრულწლოვანი მოქალაქის ინტერვიუებს ეფუძნება. გამოკითხვა 115 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ინდექსის შეფასების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, გამოკითხულთა დამოკიდებულებას პოლიტიკის მიმართ, მათ ნდობას და სხვა.
"ამერიკულმა ორგანიზაცია " "Gallup-მა", კანონისა და წესრიგის ახალი, გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო, უსაფრთხო ქვეყნების 20-ეულში მოხვდა. საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით არის, როგორიც არის გერმანია, შვეიცარია, შვედეთი და ნორვეგია. ინდექსის შეფასების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, გამოკითხულთა დამოკიდებულებას პოლიტიკის მიმართ, მათ ნდობას და პირადი უსაფრთხოების ხარისხსს,"- განმარტავს ალექსანდრე დარახველიძე.
კანონისა და წესრიგის ინდექსი, ამერიკულმა ორგანიზაცია გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა. აღნიშნულის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით, 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.
ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება, დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში.
რესპონდენტებმა გამოკითხვისას უპასუხეს კითხვებს პოლიციის მიმართ ნდობის, ღამით დაცულობის, ბოლო ერთ წელში გადახდენილი ქურდობის, თავდასხმის ან ძარცვის შემთხვევების შესახებ.
2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, "Gallup"-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა, კერძოდ კი, გლობალური გამოკვლევის საფუძველზე - "არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში" - საქართველო ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა.