პარლამენტი, ”მინისტრის საათის” ფორმატში, თეა ახვლედიანის მოსმენას იწყებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს საქმიანობის ანგარიშს აცნობს. ამის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება.
შეხვედრას ესწრებიან უმრავლესობის წარმომადგენლები, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულება აქვს ჩაბარებული შერიგების სამინისტროს, გამომდინარე აქედან, იქნება სხვადასხვა კითხვა, თუ როგორ მიდის სამოქალაქო შერიგების მიმართულებით, სამინისტროს ფუნქციონირება, პოზიციონირება.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს პოზიტიური სამუშაო დღის წესრიგი, რისი უმნიშვნელოვანესი ნაწილიც არის, "მინისტრის საათი" და ეს არის ერთ-ერთი აქტიური ინსტრუმენტი საპარლამენტო ზედამხედველობის.
"საუბარია, იმ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ თვალსაზრისით დავსვავთ კითხვებს," - აცხადებს იონათამიშვილი.
უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს ,
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას თქმით, სახელმწიფო აპარატის მუშაობა არადამაკმაყოფილებელი, არ არის იმ ფორმატში რაც დღეს საქართველოს სჭირდება, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.