ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩმა უმასპინძლა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწესებული ქების სიგელი, საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში, ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, თამაზ დარჩიძეს გადაეცა.
"ჯილდო გადაეცა, ბატონ თამაზ დარჩიძეს, იაპონია-საქართველოს ურთიერთობებში შეტანილი დიდი წვლილისთვის. იაპონურმა ბაღმა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დასრულდა, უმასპინძლა ძალიან ბევრ კულტურულ ღონისძიებას, რომლებიც ჩვენმა საელჩომ განახორციელა. მომავალ წელს აღვნიშნავთ იაპონია-საქართველოს მეგობრობის 30 წლისთავს და ვგეგმავთ ბევრ კულტურულ ღონისძიებას,"- ამბობს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აკირა იმამურა.
თამაზ დარჩაძეს თქმით, ეს ჯილდო იმ ორგანიზაციასაც ეკუთვნის, სადაც ის მუშაობდა ბოლო წლების განმავლობაში, სადაც ჰქონდა საშუალება ემუშავა არაერთ პროექტზე, რომელმაც დააახლოვა იაპონია და ქართველი ხალხი.
დაჯილდოების ცერემონია იაპონიის ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა და ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიაც ესწრებოდა.