20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად - დიმიტრი საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის შეხვედრა გლდანის 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

იურისტი ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა რომ მალე კიდევ უფრო დამძიმდეს.

გარდა ამისა, დიმიტრი საძაგლიშვილმა  მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრების კვალიფიციურობით და მათი მუშაობით.

"მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების მხრიდან, და, ასევე, მოვისმინეთ ის, რომ ახლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის რესურსიც მე-18 დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ, გუშინ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ,“ - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

დღის ამბები