საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სესიის დაწყების წინ "დროას“ დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას დაბადების დღე მიულოცა. კახა კუჭავამ, ამასთან, ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას განაგრძობს.
"დროას" დამფუძნებელი, პროტესტის უკიდურეს ფორმას, 3 ნოემბრიდან მიმართავს.