სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხში კვალიფიციური არ არის რათა შეფასებები გააკეთოს, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყველა საჭირო სამედიცინო ზომა გატარდეს, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაში შედის.
"როდესაც საქმე ეხება სამედიცინო ექსპერტთა დასკვნებს, მე არ ვარ კვალიფიციური რათა შეფასებები გავაკეთო. ევროკავშირისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იმის საჭიროება, რომ სიტუაცია შესაბამისად შეფასდეს. ეს უნდა იყოს დაფუძნებული ექიმების რჩევებზე და გავიხსენებ, რაც წარსულში ვთქვი სამედიცინო კონსილიუმთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჩამოაყალიბა და სარგებლობს ორივე მხარის ნდობით.
ყველა გადაწყვეტილება მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, რათა ვიმოქმედოთ რეკომენდაციების თანახმად. ამას გარდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველს, რათა ისარგებლოს თავისი მანდატით. რაც შეეხება სამედიცინო შეფასებებს, მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა საჭირო სამედიცინო ზომები გატარებული იყოს, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაში შედის,“ - ამბობს კარლ ჰარცელი.