პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას განაგრძობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ამ წუთებში უწყებაში ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ფაღავა იმყოფება. როგორც კარდიოლოგმა გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტთან 23 ოქტომბრის შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია, იქამდე პერიოდში კი, პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე გადაცდომა არ დაუფიქსირებია.
"მაშინ ძალიან კარგი იყო მოპყრობა, ბადრაგიც ძალიან კარგად ეპყრობოდა. ჩვენს მიერ დანიშნულ წამლებს იღებდა,"- აცხადებს ფაღავა.
მედიკოსამდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდნენ გლდანის და რუსთავის დაწესებულებების თანამშრომლები.