20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
კორუფციის რისკის დაბალი მაჩვენებლებით საქართველო 13 ევროპულ ქვეყანას უსწრებს - Trace International​-ის კვლევა

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები უმჯობესდება. ამჯერად კვლევის შედეგები და განახლებული რეიტინგი Trace International​-მა გამოაქვეყნა, რომელმაც 194 ქვეყანაში კორუფციული რისკები შეაფასა.

საქართველო 29-ე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს უსწრებს. საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, სადაც ქვეყნებს შესაბამისი ქულები ენიჭებათ.

ერთ-ერთი ასეთი კომპონენტი მთავრობასთან მიმართებაში არსებულ კორუფციულ რისკებს აფასებს. აქ საქართველო საუკეთესო მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დღის ამბები