20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
მღრღნელები რძისა და ხორცის პროდუქტების საწარმოში - რომელ კომპანიის პროდუქტი მზადდება ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში 

სეს-მ შპს "ნობათი 2018-ს", კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ტიმოთე ბელოის (დიდი დიღომი) 16 ნომერში მდებარე რძის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს "ნობათი 2018", რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. 

საწარმოში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, მრავალი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, დარღვეული იყო  სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია  მღრნელები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, წარმოებული სურსათი დაილუქა და განადგურდება სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით. პროდუქციის ნაწილი იყო ეტიკეტირებული და მისი იდენტიფიცირება მომხმარებელს შეუძლია ზემოთ მოცემული მისამართით და საწარმოს დასახელებით.

დღის ამბები