ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოუწოდებს.
"არ ვიცი ხვდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში რომ ამ მთელ ისტორიაში სადიტური მიდრეკილების გარდა სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს.
ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?! წესით სახელმწიფო ვართ და რომ კითხო ჩვენ ძალოვნებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ.
გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა," - წერს ელისაშვილი პარტია "მოქალაქეების" ფეიბუკ გვერდზე.