20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ მეცნიერებს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ მეცნიერებს შეხვდა. მისი თქმით, საქართველოში მეცნიერების განვითარებაში ევროკავშირი მნიშვნელოვნად არის ჩართული, რათა გაიზარდოს ქართველი მეცნიერების მობილობა ევროკავშირთან.

"საქართველოში მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვნად არის ჩართული ევროკავშირი, რა თქმა უნდა, საამაყო ტრადიციებზე მუშაობა ნებისმიერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მეცნიერების სხვადსხვა მიმართულებებს ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ იმ პროექტებში რასაც ვახორციელებთ, გაიზრდება ქართველი მეცნიერების მობილობა ევროკავშირთან, ეს იმისთვის ხდება, რომ დავრწმუნდეთ, ამ მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ნაბიჯ-ნაბიჯ გაძლიერდება,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები