20 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
მიხარია, რომ ეს შეთავაზება გაკეთდა - დავით სერგეენკო ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას, გადაიყვანონ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მიესალმება და სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

სერგეენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოშიმშილეებს, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. 

 "ინფორმაცია, რომელიც ახლა გაავრცელა იუსტიციის მინისტრმა, მართლაც მისასალმებელია და მიხარია, რომ ეს შეთავაზება გაკეთდა.  პირველი ის, რომ სამედიცინო ნაწილში გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. ძალიან დიდი გამოცდილებით და მეორე თვითონ გადაწყვეტილების საფუძველი იყო, არა მხოლოდ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა  არამედ სხვა ადამიანებზეც, რომელებიც პროტესტს გამოხატავდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. ყველას მინდა ხაზგასმით ვთხოვო, ის ვინც გამოხატავს პროტესტს შიმშილობით, რომ შეწყვიტონ შიმშილობა,"- განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები