27 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, სრული მობილიზაციაა

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, იქ სადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, სრული მობილიზაციაა. მზად არის პალატა, სადაც ექსპრეზიდენტს მოათავსებენ. ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება ეტაპობრივად ხდება.

გორის ჰოსპიტალი სრულად აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, სადაც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, სრულად იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ დღეს არაერთი განცხადებაც გაკეთდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მომდევნო რამდენიმე საათში მოხდება.

 

დღის ამბები