19 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ წუთებში გადაჰყავთ - გლდანის მე-18 დაწესებულება ორმა რეანომობილმა სასჯელაღსრულების ავტომობილთან ერთად დატოვა

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაჰყავთ.

პენიტენციური დაწესებულება ორმა რეანიმობილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა, მას წინ სასჯელაღსრულების დაწესებულების ავტომობილი მიუძღვის, ასევე რეანომობილებს ახლავს საპატრულო ეკიპაჟი. 

სავარაუდოდ, გადაყვანის პროცესში, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც მონაწილეობს. 

ტერიტორიაზე ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. 

დღის ამბები