გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო მობილიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდა. ჰოსპიტლის შესასვლელთან საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები განლაგდნენ.
შენობის ფანჯრებზე უკვე დამონტაჟდა გისოსები, ასევე მზად არის პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაჰყავთ.
პენიტენციური დაწესებულება ორმა რეანიმობილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა, მას წინ სასჯელაღსრულების დაწესებულების ავტომობილი მიუძღვის, ასევე რეანომობილებს ახლავს საპატრულო ეკიპაჟი.