მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სენატორები ეხმაურებიან. საკუთარი პოზიცია სენატორმა ჯინ შაჰინმა twitter-ის გვერდზე დაწერა.
"მივესალმებით ინფორმაციას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის და მის მიერ შიმშილობის დასრულების შესახებ," - წერს ჯინ შაჰინი.
განცხადებას სენატრო ჯიმ რიში, სენატორი ჯონსონი და სენატორი კარდინი უერთდებიან.