გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ეკონომიკისა მინისტრთან და საფრანგეთის ელჩთან ერთად, ნატახტარში ახალი საწარმო "ფუდ ალიანსი" გახსნეს. საწარმო მომხმარებელს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი პურ-ფუნთუშეულის გაყინულ ნახევარფაბრიკატს სთავაზობს.
"ფუდ ალიანსმა" საწარმოს მოსაწყობად 11 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის არის როგორც აწარმოე საქართველოს, ისე შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერა.
საწარმოში 100- მდე თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 80%, იძულებით გადაადგილებული პირია.