მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 257 მილიონს აღემატება.
გარდაცვლილთა რაოდენობამ კი, 5 მილიონს გადააჭარბა. ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ევროპის ქვეყნებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსთან საბრძოლველად გამოსავალს ვაქცინაციასთან ერთად შეზღუდვების დაწესებაში ხედავს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი არ შემცირდება, გაზაფხულამდე მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, კოვიდით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპება.