20 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
საფრანგეთში ქალთა უფლებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ

ქალთა უფლებების დამცველების საპროტესტო აქციებზე პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტებმა საფრანგეთის მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, საფრანგეთში ყოველ სამ დღეში ერთხელ სულ მცირე ერთი ქალის მკვლელობა ხდება, ჯამში კი მიმდინარე წელს ქვეყანაში 100-ზე მეტი ქალია მოკლული.

დღის ამბები