ხმაური მარტვილის ეპარქიაში - წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში საზეიმო წირვა, რომელსაც მეუფე სტეფანე აღავლენს, პოტესტის ფონზე მიმდინარეობს.
მონასტერთან ჭყონდიდის მიტროპოლიტს და მის მხარდამჭერ ჩოხოსნებს ადგილობრივების ნაწილი და ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ. სიტუაცია სამართალდამცავებმა განმუხტეს, ადგილზე ამ წუთებშიც პოლიცია მობილიზებული.
ბალბის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვრის მამა ათინოგენის თქმით, მეუფე სტეფანე და მისი მრევლი მათ განსადევნად და თავიანთი ძალის საჩვენებლად მივიდნენ
წაჩხურის მთავარანგელოზის მონასტერში ასევე იმყოფება ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი. მისი თქმით, ადგილზე მხოლოდ სალოცავად მივიდნენ და არავის გამოსახლებას მონასტრიდან არ აპირებენ.