მდინარე ენგურმა, კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ის სვანეთში გაუჩინარებული პირია, რომელსაც ოჯახი ოქტომბრიდან ეძებდა.
შეგახსენებთ, სვანეთში შუა ხნის მამაკაცი ოქტომბერში დაიკარგა და მას ამ დრომდე ეძებდნენ. მამაკაცი ჭუბერიდან სამეგრელოს მიმართულებით წავიდა და გაუჩინარდა.