იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ძველ უბანში, "ტაძრის მთის" მახლობლად მოხდა.
სამართალდამცავების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ადგილზე დაიღუპა თავდამსხმელიც. იერუსალიმის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის თანახმად, 42 წლის დამნაშავეს თავდასხმის გეგმა წინასწარ კარგად ჰქონდა შემუშავებული.
ამ დროისთვის ტაძრის ტერიტორია გადაკეტილია.