20 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
სარეკრეაციო ზონის შენარჩუნების მიზნით, დიდ დიღომში მოსახლეობა აქციას მართავს

აქცია სარეკრეაციო ზონის შენარჩუნების მოთხოვნით. დიდ დიღომში, მოსახლეობა სივრცის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ფედერაცია დახურული ტიპის სტადიონის აშენებას აპირებს და იგეგმება აღნიშნული ტერიტორიის სრულად ათვისება.

მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ დაუბრუნდეს კორპუსებს შორის დარჩენილ მწვანე სივრცეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, სტადიონის ასაშენებლად კი ფედერაციას ალტერნატიული ფართი გადაეცეს.

დღის ამბები