20 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

შუახნის მამაკაცს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები