20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
კორონავირუსით ხაშურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე გარდაიცვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე, კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს №35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმედო ლაცაბიძის გარდაცვალების გამო.

იმედო ლაცაბიძე 2006 წლის 7 მარტიდან ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, მოგვიანებით კი არჩეულ იქნა ამავე კომისიის თავმჯდომარედ და დღემდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

იმედო ლაცაბიძე კორონა ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ცენტრალური საარჩევნო კომისია უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს,"- წერს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 

 

დღის ამბები