20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება - რას სთავაზობს საქართველო უცხოელ ტურისტებს

საქართველოში ვიზიტორთა ნაწილი მოგზაურობას ქუთაისის აეროპორტიდან იწყებს. აეროპორტის რეაბილიტაცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, მისმა ახალმა ფართობმა 30 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ახალი მოცემულობით, განახლებულ აეროპორტს გაცილებით მეტი მგზავრის ბევრად ნაკლებ დროში მიღება შეუძლია.

პანდემიის ფონზე, ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და ტურისტული ნაკადების გაზრდა სახელდება. ქვეყნის, როგორც ბრენდის წარმოდგენა ტურიზმის ადმინისტრაციამ მედიატურის ფარგლებში მოაწყო. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კურორტი "საირმის" კომპლექსი.

საირმეში დაცულია კოვიდრეგულაციები. ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარე კომპლექსში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი სახის სამედიცინო თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა.

ოთხ სეზონზე მორგებული კურორტი პოსტკოვიდური რეაბილიტაციისათვისაც არის გათვლილი. ადგილზე ვხვდებით რიგ მინერალურ და თერმულ წყლებს, რომლითაც დამსვენებელს შეუძლია იმკურნალოს შესაბამის დაავადებებზე.

მედია ტური გაიმართა ევროპის ერთადერთ მღვიმეშიც, სადაც გარდა სანახაობრიობისა, შესაძლებელია სხვადასხვა სახის დაავადებებზე მკურნალობაც. აქ არსებული ჰაერის მინერალებით სტუმრებს შეუძლიათ თერაპიული კურსის გავლაც.

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად "თეთრა მღვიმეში" დაინერგა ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს - მღვიმის მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და ადგილზევე დაგემოვნებასაც.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად ვიზიტორების რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა იზრდება. მათი მთავარი მისია ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ქვეყნის პოზიციონირებაა.

დღის ამბები