20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
"თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა" -ალექსანდრე ლუკაშენკო მიგრანტთა კრიზისზე 

"თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა" - ამის შესახებ პოლონეთი - ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, თუმცა მას სურს პასუხი ევროკავშირისგან იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ბლოკი 2000 მიგრანტს.

ამ დროისთვის, სასაზღვრო ტერიტორიაზე 7000 მიგრანტი რჩება. ბელარუსის მხარე აცხადებს, რომ მთავრობამ 5000 მათგანის სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება აიღო, დანარჩენი მიგრანტებისათვის კი, ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ვალდებულებას ევროკავშირს აკისრებს.

დღის ამბები