20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
არქიმანდიტრი, თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლოს მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა

არქიმანდრიტი, თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლოს მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მღვდელმსახური იერონიმე ქათამაძე ავრცელებს. ის 46 წლის იყო. 

მისივე ცნობით, გარდაცვლილის ძმასაც ვირუსი აქვს და ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის. 

"ძალიან სამწუხარო ამბავი… 

46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური. 

სამწუხაროდ მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა

ღმერთმა აცხოვნოს მისი სული. 

პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…,"- წერს იერონიმე ქათამაძე.

 

დღის ამბები