ჯო ბაიდენის, ადმინისტრაცია რუსეთის პოტენციური შეჭრის საშიშროების გამო, უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
საუბარია ქვეყნისთვის „ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების და ნაღმტყორცნების ახალი პარტიის გაგზავნაზე.
ასევე განიხილება უკრაინისთვის პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემების „სტინგერის" და რუსეთიდან ადრე შეძენილი „მი-17"-ის ტიპის ვერტმფრენების გაგზავნა, რომლებიც თავდაპირველად ავღანეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი. ბაიდენის ადმინისტრაციის წევრთა ნაწილი კი, შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთმა შესაძლოა ფაქტი მოვლენათა ესკალაციად აღიქვას.