პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივა როემლიც შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაცემის გამკაცრებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ამ ჯგუფს დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილი უნდა შესთავაზონ. დამსაქმებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ბიზნეს სექტორის საქმეა, თუმცა ფიქრობენ, რომ ამისთვის შესაბამისი კლიმატი სწორედ სახელმწიფომ უნდა შექმნას.
ამ საკითხზე დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა მელაძემ "მედიაცენტრ მთავარში" ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია სწორად ჩამოყალიბდეს ის სისტემა, რომლითაც მოხდება ამ რეგულაციების განსაზღვრა და აღსრულება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, პროექტების და განვითარების მართვის ცენტრის” დამფუძნებელი კობა ქათამაძე. ის აღნიშნავს, რომ ყველას უნდა მიეცეს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება
"ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების გასაუბრება მუნიციპალიტეტების დონეზე, მათი უნარების შესწავლა და შემდეგ დარგთა შორის განაწილება. ის რესურსი, რომლებიც ადამიანებს აქვს რეალურად შეიძლება გამოდგეს ქვეყნის სამსახურისთვის,"- განაცხადა კობა ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მისნიტრმა ახალი ინიციატივა, წარადგინა, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველებს დახმარების ნაცვლად სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ.