მეგა შოუ "ნიჭიერის" დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. დღევანდელი საღამო "რუსთავი2-ის" მაყურებელს უამრავ სიურპრიზს და დადებით ემოციას ჰპირდება.
"ნიჭიერის" ჟიურის წევრის რუსკა მაყაშვილის თქმით, დღეს მაყურებელს გამორჩეული ეპიზოდები ელოდება. ასევე "ოქროს ღილაკის“ გამოყენება შეეძლებათ მეგა შოუს წამყვანებსაც.
მე-10 სეზონის "ნიჭიერი" რომ განსაკუთრებულია ამაზე საუბრობს მეგა შოუს მთავარი პოდუსერი გიორგი ხაბურზანია. მისი თქმით, წელს "ნიჭიერში" გამორჩეული სეზონია და ამაზე რეიტინგებიც მოწმობს.
"ნიჭიერის“ მე-10 საიუბილეო სეზონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვიცოდით, რომ წარმატებული და კარგი სეზონი იქნებოდა, მაგრამ მაყურებლების გამოხმაურება, ინტერნეტში ნახვებით და რეიტინგით პირველ ადგილზე გადის სამშაბათობით. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი საუკეთესოა რაც კი „ნიჭიერში“ ყოფილა,"- ამბობს გიორგი ხაბურზანია.