ეპიდემიოლოგების დაანონსებული პროგნოზი მართლდება. ამირან გამყრელიძემ "კურიერთან" ინტერვიუში უკვე არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ორმაგი ფორმა - ტვინდემიის ერთეული შემთხვევები ქვეყანაში უკვე გამოვლენილი იყოს. მოსალოდნელი სირთულეების გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ზამთრის პერიოდისთვის მზადება დაიწყო. სეზონური გრიპის ვაქცინა, პირველად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უფასო გახდა.
ექიმები რესპირატორული გრიპის ვირუსის აფეთქებას ელოდებიან. საშიშროებას კი "დელტა" შტამის მახასიათებლები ქმნის, რომელიც 10-ჯერ მეტად მძიმეა გრიპზე. "დელტა" შტამის შემთხევაში 100-დან ერთი ინფიცირებული, გრიპის დროს კი 1000-დან ერთი ადამიანი კვდება.
ტვინდემიის პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი. ექიმები დამატებით კლინიკური სექტორის კრიზისზე საუბრობენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ორმაგი ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა ადამიანებმა დროული და სწორი მკურნალობა ვერ მიიღონ.
დღევანდელი მდგომარეობით კლინიკებს პაციენტების მიღება უჭირთ. 4-6 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა ყოველდღიურად, ჯანდაცვის სისტემას მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს. კოვიდ მიმღებ განყოფილებებს შიდა რესურსის მობილიზება უწევთ, რომ დამძიმებული ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაში დროულად გადაიყვანონ.
დაშვებულია თუ არა კორონავირუსის და სეზონური ვაქცინის ერთდროულად გაკეთება - ამერიკის დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციით ორივე აცრის გაკეთება სხვადახვა კიდურზე ერთიდაიგივე დღეს შესაძლებელია.