20 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"მწვანე სტატუსი ექნება კოვიდგადატანილ ადამიანს მუდმივად" - კიდევ ვის მიენიჭება მწვანე სტატუსი ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ კოვიდგადატანილ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მუდმივად შეუნარჩუნდება. 

გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძე საუბრობს იმასთან დაკავშირებით, როდის ენიჭება ადამიანს მწვანე სტატუსი. 

"მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე,"- ამბობს გიორგი ღიბრაძე. 

მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

"კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომლებსაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე პასპორტით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.

დღის ამბები