20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან," - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები