საქართველომ ზეთისხილის 57-ე საბჭოს სხდომას უმასპინძლა. შეხვედრაზე ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევ სესიაზე, მხარეებმა ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის, გიორგი სვანიძის თქმით ზეთისხილის 57 საბჭოს სხდომაზე ჩამოსულ სტუმრებს, კონკრეტულად საქართველო, როგორც საინვესიტიციო ქვეყანა აინტერესებთ.
შეხვედრას 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებელი და 18 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.