კახა კალაძე საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძის თქმით, ამისთვის 2017 წელსაც მზად იყო, თუმცა ოპოზიციამ ეს არ მოინდომა.
თბილისის მერის თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან მისი თანაგუნდელებიც.
"მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც არის საკრებულოში წარმოდგენილი, ასევე ჩემი თანაგუნდელები. 2017 წელს, თქვენ თუ გახსოვთ, მაშინაც გავაკეთე ეს განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა შემდეგ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილი იყო, დაიწყო თავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა,“ - ამბობს კახა კალაძე.