20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
საქართველოში ადამიანების დაახლოებით 55% აქვს კორონავირუსის იმუნიტეტი - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ადამიანების დაახლოებით 55% აქვს კორონავირუსის იმუნიტეტი.

"ჩვენი ბოლო გათვლებით საქართველოში დაახლოებით 55% არის ადამიანების, ვისაც იმუნიტეტი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო. ეს არის როგორც გადატანილები, ასევე აცრილები. რა თქმა უნდა, მათში არის ის ადამიანები, ვინც არ არიან რეგისტრირებული ბაზებში," - განაცხადა პაატა იმანაძემ.

დღის ამბები