20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ოდნავ დაკლებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა ოდნავ შემცირდა.

მისი თქმით, დანარჩენი მაჩვენებლები იგივე რჩება.

"დღეს მონაცემები 4 000-ზე მეტი გვაქვს ახალი. ოდნავ დაკლებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა. დანარჩენი - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, 14 დღის დადებითობა, 7 დღის დადებითობა დაახლოებით იმ ფარგლებში რჩება, რაც გვაქვს ბოლო 1 კვირის განმავლობაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკები დატვირთულია, თუმცა ამ ეტაპზე ვითარება მართვადია.

მისი განცხადებით, 9 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ამასთან, თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 2 000-სს შეადგენს.

დღის ამბები