გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26- 27 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამით კი -1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა 26 ნოემბერს +8 გრადუსამდე მოიმატებს, მოსალოდნელია წვიმა, ნისლი და 22 მ/წმ-მდე სიძლიერის ქარი. 27 ნოემბერს ტემპერატურა 0, +15 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, უახლოესი 3 დღის განმავლობში ტემპერატურა +4, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. 26 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.
დედაქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი 26 ნოემბერს ტემპერატურა +3,+6 გრადუსამდე დაიკლებს, 27 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა +2, +14 გრადუსი იქნება.
უახლოესი 3 დღის განმავლობაში ყინვა და თოვლი მოსალოდნელი ბაკურიანში, სტეფანწმინდაში, ბახმაროში. თოვლჭყაპი იქნება ახალციხეში, დუშეთში, ცაგერში.